კომპანია „სასტუმროების ქსელი მგზავრები“ მომხმარებელს სთავაზობს შეიძინოს სასტუმროს ნომერი გუდაურში პირველადი შენატანის გარეშე, თვეში 211 $-დან , წლიური – 2,31% -ად. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში გასაყიდი ბინების რაოდენობა შეზღუდულია.
კომპანია „სასტუმროების ქსელი მგზავრები“ უძრავი ქონების ბაზარზე 2008 წლიდან გამოჩნდა. კომპანია საქართველოს 4 კურორტზე უკვე აშენებს სასტუმროს ტიპის შენობებს , სადაც ბინის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი ნომრები ჩართონ სასტუმროს ქსელის გაქირავების სისტემაში.
ამ ეტაპზე კომპანიამ განახორციელა 8 პროექტი ბაკურიანში, 3 პროექტი- გონიოში, 1 პროექტი კი- ბათუმში. მიმდინარე პროექტებია სასტუმრო გუდაურსა და ბათუმში.