LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ამერიკული „Best Western’’- ის სასტუმრო აშენდება

112

სასტუმროების ქსელი  ,,მგზავრები’’ ამერიკული „Best Western”-ის სასტუმროს ააშენებს. ერთობლივი პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.

ახალი 4-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შენდება. პრემიუმ კლაისის 7-სართულიან სასტუმროს 54 სტანდარტული და რამდენიმე ლუქსის ტიპის ნომერი ექნება. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს, ორ რესტორანს, რომელიც I და VII სართულზე განთავსდება და ღია აუზს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აუზი, რომელსაც საკუთარი სანაპირო ექნება სასტუმროს ბოლო სართულზე მოეწყობა.

პროექტის ღირებულება 2.8 მილიონი აშშ დოლარია. ,,Best Western ბათუმი” სტუმრებს 2016 წლის დეკემრიდან მიიღებს. ,,მგზავრები’’ ოთხი სასტუმროს მფლობელია –  “თბილისი ცენტრალი”, “მგზავრები ბაკურიანი”, “მგზავრები გონიო” და “მგზავრები გუდაური”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები