LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტს შესაძლოა, ამნისტიის მიღება შესთავაზონ იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის არიან პატიმრობაში

120
780_foto

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტს იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის არიან პატიმრობაში, შესაძლოა, ამნისტიის მიღება შესთავაზოს. კობერიძემ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკინის მოსმენისას ნარკოპოლიტიკის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

“დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობა ერთად უნდა გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, მსჯელობა უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში ოპერატიულად წარიმართება. თუკი დავინახავთ, რომ არის საკითხები, რასაც კიდევ დიდი ხნის შეჯერება დასჭირდება, მაშიმ მე დავაყენები საკითხს ერთჯერადი ამნისტიის განხილვასთან დაკავშირებით იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც პირადი მოხმარების მიზნით არიან დაკავებული, – განაცხადა ლევან კობერიძემპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g