LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრაქტიკულად ყველა პატიმარს შეეხო” – “ამნისტიის კანონის” საფუძველზე ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პირებმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს

124
BeFunky-collage (10)

პარლამენტის მიერ 12 აპრილს მიღებული “ამნისტიის შესახებ” კანონში ცვლილებების შედეგად პატიმართა ნაწილმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა.

დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 250 პატიმარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ასევე, ამნისტიის შედეგად პირები საპატიმროებს მომდევნო დღეებშიც ეტაპობრივად დატოვებენ. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძეა.

ვადაზე ადრე გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს ნომერ მერვე დაწესებულებასთან ახლობლებთან ერთად უმრავლესობის წარმომადგენლებიც დახვდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე.

“მინდა, ყველას ვუთხრა, რომ პრაქტიკულად ყველას შეეხო ამნისტიის აქტი; რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა ის აქტი, რომ გაღებულიყო ციხის კარი და ყველა პატიმარს დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება, თუმცა კარგად გვესმის და აუცილებლად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პატიმრისთვის თითოეული დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ერთი მხრივ, საზოგადოების უსაფრთხოება ამ აქტით არის დაცული, ხოლო მეორე მხრივ, იმ პატიმრების მდგომარეობა, ვინც სასჯელს იხდიდა, არის გაუმჯობესებული.

ზოგიერთმა, თქვენ ნახეთ, რომ დატოვა საპატიმრო დაწესებულება. ასეთი არის რამდენიმე ასეული ადამიანი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს აქტი; ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება მიესალმება აღნიშნულს. მინდა, ვუსურვო იმ პატიმრებს, ვინც დღეს დატოვებს და მომდევნო დღეებშიც საპატიმრო დაწესებულებას, რომ არასოდეს აღარ მოხვდნენ აქ და მათი რესოციალიზაცია განხორციელდეს, საზოგადოებაში დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ წესს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები