LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერლიგამ საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა: ტიერი ანრი

113
Arsenal's Thierry Henry celebrates with the Premiership trophy

ტიერი ანრი პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ფრანგმა სოლიდურად გადაასწრო კრიშტიანო რონალდოს და ხმათა 45%-ით პირველი ადგილი დაიკავა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რომელიც ”მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა, საერთო ხმების 14 % დააგროვა, მესამე ადგილზე კი ”წითელი ეშმაკების” კიდევ ერთი წარმომადგენელი – ერიკ კანტონა (12%) გავიდა.

ტიერი ანრი ”არსენალში” 1999 წელს, ტურინის ”იუვენტუსიდან” გადავიდა და ”მეთოფეებში” რვა სეზონი ჩაატარა. გუნდთან ერთად ანრიმ ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა.

საუკეთესო ლეგიონერ-მეკარედ პიტერ შმეიხელი დასახელდა, საუკეთესო მცველ-ლეგიონერად ვინსენ კომპანი მიიჩნიეს.

შმეიხელი ”მანჩესტერ იუნაიტედში” 1991-1999 წლებში თამაშობდა. პრემიერლიგის სხვა გუნდებიდან დანიელი ”მანჩესტერ სიტის” და ”ასტონ ვილას” ღირსებასაც იცავდა. შმეიხელმა BBC-ის გამოკითხვაში პეტერ ჩეხს და დევიდ დე ხეას აჯობა.

მცველი-ლეგიონერების საუკეთესო სამეულში შევიდა ორი ”მანჩესტერელი”. ვინსენ კომპანის შემდეგ, მეორე და მესამე ადგილები ნემანია ვიდიჩმა და იაპ სტამმა დაიკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები