ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი ასევე ეწვია ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.
სტოლტენბერგი ნატო-ს გენმდივნის რანგში მეორედ იმყოფებოდა.
