ცნობილია ვინ იქნება NATO-ს ახალი გენერალური მდივანი: ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი – მარკ რუტე იენს სტოლტენბერგს 2 ოქტომბერს ოფიციალურად შეცვლის
რუტე NATO-ს გენერალური მდივანი საკმაოდ კრიტიკულ მომენტში გახდება. თანამდებობას ის 2 ოქტომბერს დაიკავებს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.
