LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი ”ფიტამინი” გაიხსნება

261

თბილიში მსხვილი  სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი ”ფიტამინი” გაიხსნება. ფიტნეს-ცენტრი ფუნქციონირებას მარტის ბოლოს დაიწყებს.  ამის შესახებ თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ”ფიტამინმა” ცენტრის გასახსნელად 2 მილიონ 250 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელმა. მერია პროექტში  70 ათასი ლარით თანამონაწილეობს, რომელიც ქონების სესხის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

როგორც მარგიშვილმა განმარტა, თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი სავარჯიშო -გამაჯანსაღებელი დარგის განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის, გამაჯანსაღებელი ცენტრების გახსნის ხელშეწყობას.  თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი წელს კიდევ 6 ახალი გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნას გეგმავს.

სავარჯიშო-გამაჯანსარებელი ფიტნეს ცენტრი „ფიტამინი“ (FITAMIN)  საბურთალოზე მდებარეობს. დარბაზი განლაგებულია 1400 კვ.მ ფართზე, და მასშტაბით თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიტნეს-ცენტრი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g