ცნობილი მსახიობი და მომღერალი სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად. ამ ეტაპისთვის ოფიციალურად არცერთი მხარე არ ადასტურებს ინფორმაციას რომანის შესახებ, თუმცა ფოტოებიდან დასკვნის გამოტანა უკვე შეიძლება. წყვილის ბოლო ერთობლივი ფოტო Instagram-ზე მსახიობმა ჯეიმს ლესენმა განათავსა. ფოტო კერკ დუგლასის სახელობის თეატრში კულისებშია გადაღებული, სადაც ის სპექტაკლში მონაწილეობდა. ფოტოზე ასევე გადაღებულები არიან მსახიობები ვინესა შოუ და კრისტოფერ გიფორდი.
31 წლის პერი და 39 წლის ბლუმი მიმდინარე კვირის მანძილზე უკვე მეორედ შენიშნეს ერთად.