LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი, მეგან მარკლი და სელინ დიონი – კეტი პერის ვარსკვლავური შოუ ლას-ვეგასში

216
სელინ დიონი

ლას-ვეგასში კეტი პერის შემაჯამებელი შოუ გაიმართა, რომელიც ტურნეს ფარგლებში შედგა. კონცერტების სერია სახელწოდებით Play, ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. მომღერალმა პუბლიკის წინაშე თავისი ყველა ცნობილი ჰიტი გააჟღერა, მათ შორის სიმღერები California Girls, Hot n Cold, Firework და Roar. მაყურებლებს შორის იყვნენ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, ასევე, სელინ დიონი, რომლისთვისაც ეს მეორე საჯარო გამოჩენაა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

კონცერტს სცენასთან ახლოს ადევნებდა თვალს კეტი პერის პარტნიორი, მსახიობი ორლანდო ბლუმი, რომელიც შოუს ქალიშვილთან ერთად ესწრებოდა. პერიმ სცენიდან ქალიშვილს რამდენჯერმე მიმართა.

წონაში მომატებული, ღიმილით სახეზე – მძიმე დიაგნოზთან მებრძოლი სელინ დიონი, დიდი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა

სილამაზის იტალიური დღესასწაული: კეტი პერი „დოლჩე და გაბანას“ მომაჯადოებელ კლიპში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები