კეტი პერი და მისი ახალი პარტნიორი, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ერთად ისვენებენ. წყვილი უკვე რვა თვეა ერთად არის და როგორც ჩანს, ურთიერთობა სტაბილურად და ჰარმონიულად გრძელდება.
41 წლის მომღერალმა, რომელსაც სოციალურ ქსელებში დაახლოებით 413 მილიონი გამომწერი ჰყავს, „ინსტაგრამზე“ 16 ფოტოსგან შემდგარი სლაიდშოუ გააზიარა. ფოტოების აღწერაში პერიმ დაწერა: „შენ ის განძი ხარ, რომელსაც ვეძებდი“
კეტი პერი ჯასტინ ტრუდოსგან ტყუპებს ელოდება? – მსოფლიო მედია ახალმა ამბავმა მოიცვა
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მედიაში, ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა. წყაროების ცნობით, პერი ტყუპებზეა ორსულად და ბავშვის მამა კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდოა. თუმცა ამ დრომდე აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არცერთ მხარეს არ გაუკეთებია.
კეტი პერი მუსიკალურ სამყაროში ხმაურიანი ,,ქამბექისთვის” მზადებას შეუდგა