ჯასტინ ბიბერი Coachella-ს ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო. მის პერფორმანსს უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათ შორის გახლდათ კეტი პერი თავის ახალ შეყვარებულთან, კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად.
41 წლის არტისტმა საღამოდან დასამახსოვრებელი კადრები „ინსტაგრამზე“ გააზიარა. ვიდეოში ჩანს, როგორ ერთობა კეტი ჯასტინის სიმღერის ფონზე და ენერგიულად ცეკვავს.
„შემხედე ორლანდო, აი ასე უნდა გართობა!“, – ასე შეაფასეს პერის ცეკვა ინტერნეტსივრცეში.
რაც შეეხება მომღერლის ყოფილ პარტნიორს, დროს უქმად არც ორლანდო ბლუმი კარგავს. ის უკვე გადაიღეს 28 წლის მოდელთან, ლუიზა ლემელთან ერთად.