ორლანდო ბლუმი, ნიუ-იორკში გამართული Met Gala 2026-ს შემდგომ წვეულებაზე ახალ კომპანიონთან ერთად გამოჩნდა, რამაც სოციალურ ქსელებში ახალი რომანის შესახებ გააჩაღა ჭორები.
49 წლის წლის ორლანდო ბლუმი, 28 წლის შეყვარებულთან ერთად, რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრა
49 წლის მსახიობი, რომელმაც გასულ წელს ოფიციალურად დაადასტურა დაშორება მომღერალ, კეტი პერისთან, ღამის პირველ საათზე კლუბ, Zero Bond-ში შავი ბეისბოლის კეპით მივიდა, რათა ყურადღება ნაკლებად მიექცია.
ბლუმს თან ახლდა 27 წლის მოდელი და ინფლუენსერი, მერედით დაქსბერი, რომელსაც „ინსტაგრამზე“ 1.7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
დაქსბერის ჩაცმულობამ და გარეგნობამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან ბევრმა ის კეტი პერის შეადარა. მოდელი გამჭვირვალე შავი მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა.
ცნობისთვის, ორლანდო პერისთან განშორების შემდეგ 28 წლის შვეიცარიელ მოდელს, ლუიზა ლემელს ხვდებოდა, წყვილი ერთად არაერთხელ გადაიღეს.