41 წლის ამერიკელი მომღერალი, კეტი პერი და 54 წლის კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო პირველად გამოჩნდნენ ერთად საჯარო ღონისძიებაზე. წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ეხვეოდა და კოცნიდა.
კეტი და ჯასტინი Katy Perry: The Lifetimes Tour-ის პრემიერაზე გადაიღეს, რომელიც Tribeca Festival-ის ფარგლებში ნიუ-იორკში გაიმართა
ღონისძიებაზე კეტი პერი თეთრი ფერის Lanvin-ის კაბით წარდგა, ხოლო ჯასტინ ტრუდოს შავი კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა.
კეტი პერისა და ჯასტინ ტრუდოს რომანის შესახებ ხმები დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა. მედიის ცნობით, მათ უკვე საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აქვთ.
„შემომხედე ორლანდო, აი ასე უნდა გართობა!“ – კეტი პერის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
კეტი პერი ჯასტინ ტრუდოსგან ტყუპებს ელოდება? – მსოფლიო მედია ახალმა ამბავმა მოიცვა