ავსტრალიელმა მსახიობმა, რუბი როუზმა, კეტი პერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. როუზის თქმით, შემთხვევა 20 წლის წინ, მელბურნის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. მსახიობმა ეს განცხადება Thread-ზე გააკეთა.
„კეტი პერიმ ჩემზე სექსუალურად იძალადა მელბურნის კლუბ Spice Market-ში. კეტი დამპირდა, რომ ვიზის აღებაში დამეხმარებოდა, ამიტომ ყველაფერს საიდუმლოდ ვინახავდი“, – წერს როუზი.
აღსანიშნავია, რომ Variety-თან საუბრისას, პერის წარმომადგენლებმა ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს.
როგორც რუბი როუზი ამბობს, ამ ამბის საჯაროდ მოსაყოლად თითქმის ორი ათწლეული დასჭირდა. მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ის საჩივრის შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„შემომხედე ორლანდო, აი ასე უნდა გართობა!“ – კეტი პერის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
კეტი პერი მუსიკალურ სამყაროში ხმაურიანი ,,ქამბექისთვის” მზადებას შეუდგა

