კეტი პერი და მისი რჩეული, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, ზაფხულის არდადეგებს საფრანგეთის კურორტ, სენ-ტროპეში ატარებენ. 41 წლის მომღერალი და 54 წლის ყოფილი პოლიტიკოსი ადგილობრივ სანაპიროზე პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ.
გავრცელებულ ფოტოებში კეტი ყავისფერ ბიკინსა და ქვედაბოლოშია გამოწყობილი. წყვილი ჯერ ნაპირზე სეირნობდა, შემდეგ იახტაზე ისვენებდა, ბოლოს კი ზღვაში ერთად, სასმელით ხელში ცურავდა.
წყვილი ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ჩნდება ერთად, თუმცა პირად ურთიერთობაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
ფოტო/ვიდეო: ეს სიყვარულია – კეტი პერის და კანადის ექს-პრემიერ-მინისტრის რომანტიკა ბუნებაში