LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთში სამხედრო ვერტმფრენის ავიაკატასტროფას 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა

117
ვერტმფრენიყაზახეთი

ყაზახეთში სამხედრო ვერტმფრენის ავიაკატასტროფას 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფომრაცია თავდაპირველად ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, კასიმ ჟომარტ ტოკაევმა ეკიპაჟის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოთხი სამხედრო ვერტმფრენი აქტაუდან შიმკენტის მიმართულებით, უამინდობის დროს ღამით მიფრინავდა.

ავიაკატასტროფის ადგილზე ტრაგედიის მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად კომისია გაიგზავნა. ფრენის წესების დარღვევის მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g