LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრება – როს უილსონი

146
როს უილსონი

გასაკიცხი და ძალიან ცუდია, როდესაც ხდება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობისშემსრულებელმა როს უილსონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელახლა გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვნახე პრესაში. ეს რა თქმა უნდა, გასაკიცხი და ძალიან ცუდია, როდესაც ხდება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფა და შესაბამისად მთავრობას, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრება და მე ვფიქრობ, ეს საკითხი გამოძიებული იქნება ისე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ”,- განაცხადა უილსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g