კიევის ცენტრში, სასტუმრო „უკრაინაში“ ბომბს ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. სასტუმროდან ევაკუირებულია 150 ადამიანი.
სამართალდამცველებმა ტელეფონის საშუალებით მიიღეს ანონიმური შეტყობინება, რომ სასტუმრო დანაღმულია.
ადგილზე მობილიზებულები არიან კინოლოგები და გამნაღმველები.
შეგახსენებთ, უკრაინაში დღეს, 31 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები მიმიდინარეობს. 30-მა მილიონმა ამომრჩეველმა პრეზიდენტი 39 კანდიდატს შორის უნდა აირჩიოს.
15:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეთა 43,86%-მა მიიღო