LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს მიერ შეძენილი გენერატორები უკრაინაში ჩავიდა და კიევსა და სხვადასხვა ოლქში გადანაწილდა

166
Untitled design (2)

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქ. კიევში ჩავიდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს:

„უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები საჭიროების შესაბამისად უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა.

აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს ინფორმაცია ასევე მიაწოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი 25 ერთეული გენერატორი საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება, ჩვენი მეგობრები მიიღებენ მაღალი ტექნოლოგიის, სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორებს – ლევან დავითაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები