LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობაზე ჩამოშლილ მიწაში მაშველებმა ერთი მუშის ცხედარი იპოვეს

955
შემთხვევა-მუშა

ვაკეში, მშენებლობაზე ჩამოშლილ მიწაში ერთი მუშის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. ის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნია 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი.

მეორე მუშას ჯერ კიდევ ეძებენ.მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი.

ჭავჭავაძის გამზირის #5-ში მშენებლობაზე მიწის მასა დღეს საღამოს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მრავალპროფილური საავადმყოფო უნდა აშენდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g