LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა“ – ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მამაკაცი დაც­ვის პოლიციის თანამშრომელი იყო

169
ing (2)

დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოულოდნელად გარდაცვლილი მამაკაცი დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დაცვის პოლიციის ინფორმაციით, ვალერიან გოგატიშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა:

„დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო.

პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია დაცვის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის…

Posted by დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125 on სამშაბათი, 30 იანვარი, 2024

 

 

პოპულალურები