ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭძიანგის (Zhijiang) პროვინციის ქალაქ ლიშვეიში „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა.
ეს უკვე მეორე ქართული ღვინის სახლია, რომელიც კომპანია “სუოლუნ“-მა გახსნა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, სულ იგეგმება ოთხმოცამდე ღვინის სახლის გახსნა მთელი ჩინეთის მაშტაბით, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობით წარიმართება.
“დიდი იმედი გვაქვს, ჩინეთის ბაზრის ათვისება მნიშვნელოვანწილად გადაჭრის ღვინის ექსპორტის პრობლემას,”- განაცხადა დანელია.
2015 წელს ჩინეთში ღვინის ექსპორტი 122%-ით გაიზარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2672 154 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, 30 200 ბოთლი ბრენდი (0,5 ლ) და 6 052 ბოთლი ჭაჭა (0,5 ლ).
ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი 2015 წელს მეოთხე ადგილზეა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.
ჩინეთი იმ ქვეყნების ხუთეულშია, რომლებიც მსოფლიოში ღვინის ყველაზე მსხვილ ბაზრებად ითვლება. ღვინის მოხმარების უმსხვილესი ბაზრებია: აშშ, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩინეთი, ბრიტანეთი.