LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი BMW X5 და X6 კამუფლაჟის გარეშე გადაიღეს

213
bmw

ქსელში ახალი თაობის BMW X5-ისა და X6–ის კადრები გამოჩნდა. კროსოვერების გადაღება კონვეიერის სიახლოვეს, კამუფლაჟის გარეშე შეძლეს.

როგორც ფოტოებში ჩანს, თავისი „კოლეგებისგან“ განსხვავებით M-კროსოვერები აეროდინამიკით განსხვავდებიან, მათ ასევე უზარმაზარი ბამპერი და უკანა დიფუზორიც მიიღეს.

სალონში M-საჭე და სპორტული სავარძლები გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, კროსოვერები მოძრაობაში 4,4 ლიტრის მოცულობის V8 ძრავს მოყავს. აგრეგატის საბაზისო ვარიანტს 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, გაძლიერებული ძრავი კი 625 ცხენის ძალამდეც ხურდება.

აგრეგატი 8 დიაპაზონიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს და ყველგანმავალს პირველი „ასეულის“ გასავითარებლად 4 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g