LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაერთი პოლიციელის ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშაა – უჩა ნანუაშვილის საჯარო მიმართვა გახარიას

515
55875537_10216560712403037_7206212733295919104_o

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს იმ პოლიციელების საკითხის მოგვარებას სთხოვს, რომლებიც საგზაო მოძრაობას აწერიგებენ.

საკითხთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილი გიორგი გახარიას საჯაროდ მიმართავს. უჩა ნანუაშვილი წერს, რომ ისურვებდა, პოლიცია უფრო მნიშვნელოვანი საქმით იყოს დაკავებული.

“ბატონო მინისტრო,
არაერთი პოლიციელი ასე დგას მთელი დღე ქუჩაში და აწესრიგებს მოძრაობას და საცობის განტვირთვას ცდილობს. უახლოეს მომავალში ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივა ალბათ არ არსებობს და კვლავ მოუწევთ ასე დგომა პოლიციელებს(თუმცა ყველა ვისურვებდით პოლიცია სხვა, უფრო მნიშნელოვანი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე ასე მოძრაობის რეგულირებაა).

ასეთ საცობებთან, შუქნიშანზე ჩვენ ყველა ცოტა ხნით ვჩერდებით, ეს ადამიანები კი მთელი დღე დგანან აქ და სუნთქავენ გამონაბოლქვს, რომლის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია სწორედ ასეთ გზაჯვარედინებზე. სამწუხაროდ ასე გრძელდება უკვე თვეობით და წლობით და დარწმუნებული ვარ არაერთი პოლიციელის ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშაა ან სულაც უკვე შერყეულია.

მესმის კარგად, რომ არაა ადვილი ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ პოტენციურად ჯანმრთელობისთვის საშიში საქმიანობაა და მორიგეობის დრო შესაძლოა შემცირდეს მინიმუმ, ან რამე სხვა გამოსავალი ალბათ არსებობს. ვიცი, რომ გაღელვებთ ეს საკითხი და ამიტომ გწერთ საჯაროდ,”- წერს უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში.

magti 5g