LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბსურდია, რომ ჩინური „ბათინკებით“ ხდება ჯარის მომარაგება – თავდაცვის მინისტრი

90
6234B433-6C8A-4DD5-8C55-2C27ABEABB67_w1023_r1_s

“ბოლო ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი, რომ თურმე, ჩინური „ბათინკებით“ ხდება ჯარის მომარაგება… ეს აბსურდი და აბსოლუტური ტყუილია” – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ლევან იზორიამ ყველას მოუწოდა, რომ კორუფციასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებზე მიმართული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქარველოს ჯარი ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი მაღალყელიანი ფეხსაცმლით არის აღჭურვილი.

“ბოლო ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი, რომ თურმე, ჩინური „ბათინკებით“ ხდება ჯარის მომარაგება, ეს აბსურდი და აბსოლუტური ტყუილია. 2016 წლის მერე კომპანია „ნიუატლასს“ ტენდერში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. მიიღო სხვა ხელმძღვანელის პირობებში. მაშინ მიღებული ტენდერის პროდუქცია მივიღეთ 2017 წელს და ახლა ჩინური არაფერი არ არის“, – განაცხადა იზორიამ.

ამასთან,მინისტრი  საპარლამენტო ოპოზიციას თავდაცვის სამინისტროში იწვევს.

“მობრძანდით და ადგილზე ნახეთ, აქვს თუ არა ჯარს ხორცი, აცვია თუ არა ჯარისკაცებს, არის თუ არა ჯარი ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი და მიმდინარეობს თუ არა ეს პროცესი, დაესწარით წრთვნებს და მოისმინეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეფასებები”– განაცხადა იზორიამ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g