57 წლის მადონა და 55 წლის შონ პენი კვლავ ერთად არიან, თუმცა მათი ერთად გამოჩენისთანავე გავრცელდა ხმა, რომ პენი სხვა ქალებთანაც არანაკლებ დროს ატარებს. ტაბლოიდების წყარო ამბობს, რომ მსახიობს რომანი მადონას პარალელურად ნაომი ქემფბელთან აქვს.
„ის საიდუმლოდ ხვდება ნაომის, მადონას პარალელურად. შონი და ნაომი დეკემბერში ერთად იყვნენ პარიზში. წყვილი ძალიან ფრთხილობდა, რადგან პენმა იცის, რომ თუ მისი რომანის შესახებ მადონა გაიგებს, ძალიან გაბრაზდება,“ – ამბობს წყარო.
სუპერმოდელი და მსახიობი ერთად 1994 წელსაც იყვნენ, როდესაც პენი მადონას დაშორდა.