LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ჩემს ღმერთებს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე გავხდი“ – ნაომი კემპბელს ჩვენებაზე ეცვა კაბა, რომლის შექმნაშიც ზუგდიდელმა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა

195
BeFunky-collage

რამდენიმე კვირის წინ პარიზში მაღალი მოდის ჩვენება გაიმართა, სადაც ტოპ მოდელს ნაომი კემპბელს ბერძენი დიზანერის კაბა ეცვა, რომლის შექმნაში ზუგდიდელმა მაკა ქაჯაიამაც მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამ კაბით გაიხსნა სილია კრიტარიოტის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

“მთვარის შუქი ოკეანეში პარიზის Haute Couture 2024-დან…
დიზაინერი სილია კრიტარიოტი უზარმაზარი ოკეანესავით უზარმაზარი ნიჭით…

მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთებს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე გავხდი ჩემი ხელების მოკრძალებული შესაძლებლობებით”, – წერს მაკა ქაჯაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ზუგდიდელმა დიზაინერმა სამშობლო რამდენიმე წლის წინ დატოვა და მუშაობა საბერძნეთში განაგრძო. ზუგდიდში მას საკუთარი სამკერვალო სახლი – kere house ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები