LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი ქემპბელის შვილი სავარაუდოდ სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა – დასავლური მედია

132
naomicambll

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სუპერმოდელი ნაომი ქემპბელი 50 წლის ასაკში დედა პირველად გახდა. ამ ინფორმაციამ ინტერნეტი ააფეთქა, რადგან ამ დრომდე ნაომი ქემპბელის ორსულობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. უკვე დღეს ცნობილი გამოცემები ცდილობენ გაარკვიონ, რა გზით მოხდა ბავშვის დაბადება. მაგალითად გამოცემა „ვოგი“ ნაომი ქემპბელის 4 წლის წინანდელი ინტერვიუს იხსენებს, სადაც მოდელი დედობაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ თანამედროვე მედიცინა ისეა მოწყობილი, რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია გახდეს დედა.

50 წლის ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი დედა გახდა

ამ ინტერვიუმ გაამყარა ეჭვები იმის შესახებ, რომ ნაომი ქემპბელის გოგონა ქვეყანას წლების წინ გაყინული ემბრიონის დახმარებით მოევლინა. დიდი ალბათობით ქემპბელმა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა და მედია არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში არა ქემპბელის, არამედ დონორი კვერცხუჯრედის გამოყენება მოხდა. მედია ბავშვის აყვანის ვერსიასაც არ გამორიცხავს.

ფოტო: ვინ არის ნაომი კემპბელის შვილის მამა? – ინტერნეტსივრცეში შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები