მსახიობი კეტრინ ზეტა-ჯონსი ჟურნალ Good Housekeeping magazine-ის გარეკანზე გამოჩნდება. გამოცემა სპეციალურ ინტერვიუს და ფოტოსესიას ამზადებს, რომელიც კეტრინისა და მაიკლ დუგლასის ქორწინების 15 წლის იუბილეს ეძღვნება. ფოტოებზე ოსკაროსანი მსახიობი მწვანე, ვარდისფერ და ყვითელი ფერის კაბებში პოზირებს. საკუთარ ქორწინებაზე საუბრისას 46 წლის მსახიობმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რაც მათი თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ. კეტრინ ზეტა-ჯონსი ამბობს, რომ სწორედ ამ პაუზებმა გახადა მათი ურთიერთობა უფრო მყარი: „ხალხი დღეს ძალიან ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებას. არადა ქორწინებაში პირველი პრობლემა ყოველთვის ყველაზე მძიმეა. თუ ამ დროს დანებდი, ეს ქორწინებაც განწირულია“ – ამბობს მსახიობი.
კეტრინ ზეტა-ჯონსმა მაიკლ დუგლასის ავადმყოფობაზეც ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ თავს ძალაინ ბედნიერად გრძნობს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ დუგლასმა სიმსივნე დაამარცხა.