LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცდომით მიღებული კანონი: სლოვაკეთმა უცხო ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულება აკრძალა

87
000_9107N

სლოვაკეთის პარლამენტმა სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ კანონში ცვლილებებს კენჭი უყარა და მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულებას კრძალავს.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ცვლილებები პარლამენტარებმა შეცდომით მიიღეს. როგორც გაირკვა დეპუტატები დოკუმენტის ინიციატორებს ენდნენ და ცვლილებების არსში არ გარკვეულან.

“ჩვენ დავუშვით შეცდომა, მაგრამ გამოვასწორებთ, ველაპარაკე პრეზიდენტს და კანონპროექტს დავაბრუნებთ პრალამენტში” – განაცხადა მმართველ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარემ ბელა ბუგარმა.

დეპუტატებმა ქვეყნის პრეზიდენტს სთხოვეს კანონპროექტს ვეტო დაადოს.

თავის მხრივ ქვეყნის პრეზიდენტმა დეპუტატებს ურჩია, კარგად წაიკითხონ ის კანონპროექტები, რომელსაც ხმას აძლევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები