ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის (ფარავანის უღელტეხილი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია“, – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე თავისუფალია ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ1-კმ31 (ბორჯომი-ანდეზიტი) მონაკვეთზე.