თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 10 უცხოელი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს კონტაქტები ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან სირიაში.
გამოცემის ინფორმაციით, სპეცოპერაცია იზმირში ჩატარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქესთან ერთად დაკავებულია სირიის რესპუბლიკის ცხრა მოქალაქე.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ნაღდი ფული და სხვა დოკუმენტები.