LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: იტალიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

123
იტალია

იტალიაში, აველინოს პროვინციაში, სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იტალიური მედიასაშუალებების ცნობით, 29 წლის ქართველმა, ძვირადღირებული სუნამოების 6 შეკვრა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან მოიპარა და ზურგჩანთაში ჩააწყო. სუნამოების ღირებულება 1000 ევროა.

„მამაკაცმა დიდი მანქანით გაქცევა სცადა, მაგრამ ის დაცვამ დააკავა. ეჭვმიტანილს ასევე, მოუწევს პასუხი აგოს 10 დღის წინ ჩადენილ სხვა, ადგილობრივ პარფიუმერიის მაღაზიაში ქურდობაზეც. სამართალდამხველები, სათვალთვალო კამერების საშუალებით, შესაძლოა თანამზრახველებს ეძებენ“, – წერს იტალიური მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები