ოზურგეთში, ვაკიჯვარში, შემოქმედი-გომის საზღვარზე ხანძარია. იწვის ტყე და ბუჩქნარი. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
მერიის ინფორმაციით, ვითარებას განსაკუთრებით რთული რელიეფი ართულებს.
ადგილზე იმყოფება ორი სახანძრო და სამაშველო ჯგუფი.