LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა გადასასვლელებსა და პარკებსაც დაასუფთავებს

47

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“, თბილისში მდებარე გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში გადავა ვერის ბაღი, დედა ენის 9 მარტის სახელობის ბაღი, 9 აპრილის სახელობის ბაღი, რიყის პარკი, ვაკის პარკი, პარკი მზიური, ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღი, დიღმის ტყე-პარკი, ვეტერანების პარკი/ბაღი და თბილისის ზღვის პარკი.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და სერვისის ეფექტურობის გაზრდა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, აგრეთვე განისაზღვრა ის გამწვანებული ტერიტორიები (პარკები, ბაღები), რომელთა მოვლა-პატრონობას, მათ შორის მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს,  მავნებელი დაავადებისაგან დაცვას, ტერიტორიის დასუფთავებას, კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g