თავდაპირველად ზოოპარკები იქმნებოდა გადაგვარების პირას მყოფი სახეობების შესანარჩუნებლად. დღეისათვის მსოფლიოში რამდენიმე ათასს ზოოპარკს ითვლიან, ხოლო ყველაზე მსხვილებში სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილი ცხოველებია.
ზოოლოგიური პარკი კანადაში (ტორონტო, წითელი ველი)
1974 წელს გაიხსნა. 280 ჰა-ზეა გადაჭიმული და 7 ზონად არის დაყოფილი (ამერიკული, აფრიკული, ავსტრალიური, ევრაზიული, ინდო-მალაიზიური, კანადური, ტუნდრა), რომლებშიც 500 სახეობის ცხოველი ბინადრობს – დაახლოებით 5 ათასი ინდივიდი.
განთქმულია ზღვის ბინადრებით, მედუზებიანი აუზით, იშვიათი ხეების ლამაზი ტყით (მგლები დარბიან), ასევე დინოზავრების ექსპოზიციით.
კოლუმბუსის პარკი და აკვარიუმი
აშშ-ში (ოჰაიოს შტატი) მდებარეობს ზოოლოგიური პარკი და აკვარიუმი, რომლის ფართობი 234 ჰექტარია და სადაც 793 სახეობის 9 ათასზე მეტი ცხოველია.
პარკი კონტინენტების მიხედვით ზონებადაა დაყოფილი. ამერიკაში პირველ ზოოპარკად მიიჩნევა.
ბრონქსის პარკი
ასევე აშშ-შია (ნიუ-იორკი) 1899 წელს დაარსებული ბრონქსის ზოოპარკი. იკავებს 107 ჰა-ს.
აქ 650 სახეობის დაახლოებით 4 ათასი ბინადარია. დამთვალიერებლებს განსაკუთრებით ხიბლავთ „რეპტილიების სამყარო“ და „პეპლების ბაღი“. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ კონგოს ტყეში, მადაგასკარში, აფრიკულ სავანესა და ტროპიკულ ჯუნგლებში.
პეკინის ზოოლოგიური პარკი
დაარსდა 1906 წელს. 89 ჰა-ზე თავმოყრილია 450 ხმელეთის და 500 ზღვის სახეობის ცხოველი, ყველა მათგანი ჩინეთის ფაუნის ბინადარია.
ყველაზე ცნობილია დიდი პანდა. აქ არიან ოქროს მაიმუნები, დავითის ირმები, ამურის ვეფხვები, ალიგატორები, სალამანდრა, ასევე ძალიან იშვიათი მცენარეები.
სამხრეთ აფრიკის ეროვნული ზოოლოგიური ბაღი
პრეტორიის ზოოპარკი 85 ჰექტარზეა და 705 სახეობის ცხოველს ითვლის.
მდინარე აპისი პარკს ყოფს ფერდობ და ვაკე ნაწილებად. ბაღი ცნობილია აკვარიუმით, ეკზოტიკური ხეების იშვიათი ჯიშებითა და რეპტილიების პარკით.
სან დიეგოს ზოოპარკი
ზოოპარკი აშშ-ში, კალიფორნიის შტატშია და 1915 წელს დაარსდა. 40 ჰა-ზე ცხოვრობს 6500 სახეობის 3 700 ბინადარი.
ცნობილია იმით, რომ არ არის ვოლიერები და გალიები. ცხოველების ნახვა ბუნებრივ გარემოშია შესაძლებელი, ხოლო ამწე მსურველებს საშუალებას აძლევს ზოოპარკს ზემოდან დახედოს.
ბერლინის ზოოპარკი
1844 წელსაა დარსებული.
35 ჰექტარზე 19 500 ცხოველია, ფაუნის 1500 წარმომადგენელია (სარეკორდო რაოდენობა მცირე ფართობზე): ჟირაფები, ვარხვები, ლომები და მრავალი სხვა, ასევე აკვარიუმი თევზებით, რეპტილიებითა და ამფიბიებით. ის ევროპაში ყველაზე პოპულარულია.
დღეს ზოოპარკების სტუმრებს შეუძლიათ ნახონ და თავადაც გამოკვებონ მსოფლიო ფაუნის ყველაზე ეკზოტიკური წარმომადგენლებიც კი.