დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორი დამოუკიდებელიც არ ყოფილა საქართველოში ისტორიაში. დღევანდელი სასამართლო არის პირველ ადგილზე, ყველა გამოკითხვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანებსა და ცენტრალურ აზიაში- ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევნებში გააკეთა.
მურუსიძის განცახადებით, მისი მოვალეობაა მოსამართლის დაცვა გარე შეტევებისაგან და ისეთი გარემოს შექმნა, რომ მოსამართლემ დამოუკიდებლად მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მას სწორად მიაჩნია.
“მე ვარ ლიდერი, რომ ვიცავ სასამართლოს, რომ მოსამართლეს არავინც ჩაერიოს და შესაბამისად, მათ მიეცეთ ყველა ის საშაულება, რომ მათ დამოუკდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. მე ვიცავ სასამართლო სისტემას გარე შეტევებისაგან, უზრუნველვყოფ მის დამოუკიდებლობას, მაგრამ კონკრეტულ საქმეზე პასუხისმგებელი არის ის მოსამართლე, რომელიც აწერს ხელს. ეს ბუნებრივია.
ჩემი მოვალეობა არ არის, კონკრეტულ საქმეში ჩავერიო. არც მაქვს მაგის უფლება. ეს თუ გავაკეთე, იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. თუ ეს იქნება და დადასტურდება, რომ ლევან მურუსიძეს როდესმე რაიმე სამქეში რაიმე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, თქვენ თამამად შეგიძლიათ დამადანაშაულოთ, რომ მე ჩავიდინე სისხლის სამართლის დანაშაული”, – ამბობს მურუსიძე.
2018 წლის 27 დეკემბერს ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ განწესდა.