პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მცირე შეკამათება მოხდა.
მას შემდეგ რაც პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დაინტერესდა , როდის ჩაინიშნებოდა დაპირებული ბიუროს სხდომა და როდის ჩაისმებოდა სასამართლოებთან დაკავშირებით 13 დეპუტატის ხელმოწერილი კანონპროექტი, პარლამენტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გაუთიშა.
“„ვაპირებდი ძალიან უწყინარი განცხადების გაკეთებას პროცედურასთან დაკავშირებით და მინდოდა მეკითხა წყნარად და მშვიდად, როდის ატარებ დაპირებულ ბიუროს სხდომას, როდის ჩასვამთ დღის წესრიგში მოსამართლეებთან დაკავშირებით13 დეპუტატის ხელმოწერილ კანონპროექტსთქო. ამ კითხვას ძალაში ვტოვებ, მაგრამ ისე იქცევით… ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ მხედავ სადაც ვზივარ? თუ ვერ მხედავ, შემიძლია ცოტა ახლოს მოვიდე“, – მიმართა ბესელიამ კობახიძეს.
“პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერ თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოსწორებთ, მოგცემთ ხოლმე სიტყვას”, — მიმართა კობახიძემ ბესელიამ.
კობახიძის განცხადების შემდეგ ბესელია მასთან მივიდა და ჰკითხა, “ხომ არ შეეშინდა”. კობახიძემ დასახმარებლად მანდატურის სამსახურს მიმართა.