LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადი ცხოვრების კადრები ისევ არსებობს – ვინ აგებს პასუხს?

296

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საფრთხე ყოველთვის არსებობს არამარტო რიგითი მოქალაქის, არამედ პოლიტიკოსის შესახებ, ეს განცხადება რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში ლაშა ტუღუშმა გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია, ექსპერტიზა ჩაუტარდეს იმ მასალას, რომელიც, სავარაუდოდ, დეპუტატ ეკა ბესელიას პირად ცხოვრებას ასახავს და რომლის გავრცელებასაც კონკრეტული პიროვნება ცდილობდა. ტუღუშის აზრით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს მასალის აუთენტურობა და ამის შემდეგ მიეცეს სამართლებრივი კვალიფიკაცია.

”პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების დიდი ნაწილი 2013 წელს განადგურდა, თუმცა, შესაძლოა, ასეთი კადრები კიდევ არსებობდეს, ან იყოს ახალი კადრებიც. მთავარია, რამდენად ეფექტურად ებრძვის სახელმწიფო ამ ამაზრზენ დანაშაულს. პარლამენტმა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნების ნაწილი, თუმცა, მოგვიანებით, უკან გადადგა ნაბიჯი და საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი გააუქმა, რითაც, ჩვენი აზრით, შექმნა სივრცე მსგავსი ტიპის ქმედებებისთვის” – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისი თქმით, მართალია, უკვე მიღებული კანონებით, პირადი ცხოვრების დაცვის მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამ სფეროს რეგულირებისათვის უფრო ეფექტური კანონმდებლობაა საჭირო.

”ინტიმური კადრები განადგურდა და მასალის დიდი ნაწილი პროკურატურას გამოსაძიებლად  გადაეცა. თუმცა მას შემდეგ გავიდა  დრო და ჩვენ ვერ ვხედავთ ეფექტურ და კონკრეტულ პასუხს, რა ბედი ეწია იმ ზღვა მასალას, რომელიც პროკურატურას გადაეცა, მათ შორის პირადი ცხოვრების, მაგრამ ეს არ არის ინტიმური ხასიათის კადრები, არამედ ზოგიერთი ეხებოდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რელიგიურ შეხედულებებსა და ა.შ. საგამოძიებო ორგანოს აქამდე უნდა დაედო შედეგი, ვინ არის დამნაშავე, თუმცა ეს შედეგი ვერ ვნახეთ” – განაცხადა ტუღუშმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g