ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 16 თებერვალს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0115 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4921 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0082 პუნქტით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2, 7921 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 4.52 %-ით გაძვირდა და 1 ბარელზე ფასმა 30.77 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 3,31 %-ით შემცირდა და 16 თებერვალს 1 უნცია ოქრო 1198.10 დოლარი ღირს.