იმ ფონზე, როცა ირინა შეიკისა და ,,ვერსაჩეს” თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის, ბრენდის კრეატიულ დირექტორს, დონატელას ახალი სარეკლამო კამპანიის სახედ, რუსი მოდელის არჩევა არ გასჭირვებია.
ჯერ კიდევ თებერვალში, ცნობილი გახდა, რომ 33 წლის ვარსკვლავი იტალიური მოდის სახლის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარადგენდა.
ქსელში გავრცელებულ ახალ ვიდეოში, ბრედლი კუპერის საყვარელი ქალი პროპაგანდას ჩანთების ხაზს უწევს. Versace Icon-ის საიმიჯოდ კრიშტიანუ რონალდუს ექს-პარტნიორი, ჩაიკოვსკის სიმფონიის, ,,გედების ტბა” ფონზე პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ ამავე მუსიკალური ნაწარმოების თანხლებით, ,,ვერსაჩეს” ახალი კოლექციის რეკლამაში ცოტა ხნის წინ, ბელა ჰადიდი გამოჩნდა.
View this post on Instagram
It’s never too late to start a new career!! ? @bellahadid #VersaceSs19 #versaceeverywhere
A post shared by Donatella Versace (@donatella_versace) on