წლების მანძილზე კიმ კარდაშიანის გარეგნობა მკვეთრად შეიცვალა – RadarOnline აქვეყნებს გიფს, სადაც ჩანს, როგორ იცვლებოდა რეალითი შოუს ვარსკვლავის სახის ნაკვთები დროთა განმავლობაში.
10 წლის წინ კარდაშიანი სულ სხვანაირი იყო და არაფერი აქვს საერთო დღევანდელი კიმის გარეგნობასთან.
ცვლილება 2007 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც 2003 წელს მისი და Ray J-ს სექსის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, 27 წლის კიმმა თავის წარმოჩენა სხვა კუთხით სცადა.
1 წლის შემდეგ კარდაშიანების ოჯახის წარმომადგენელი უკვე შეცვლილი გარეგნობით გამოჩნდა.
2009 წელს კიმის გაჩეჩილი და მოუწესრიგებელი თმა უკვე აღარავის ახსოვდა.
კარდაშიანების ოჯახის ყველა წევრი აქტიურად მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, ბოტოქსით მკურნალობას, ცხვირის პლასტიკას და ტუჩის ინექციებს.
კიმის ცხვირის ფორმის მკვეთრი ცვლილება 2011 წელს შენიშნეს. მას შემდეგ კარდაშიანის ცხვირი კიდევ უფრო შეიცვალა.
2014 წელს ფორმა თვალებმაც შეიცვალა და კიმს „კატის გამოხედვა“ აქვს.