LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსის მძღოლის ხელფასი 1700 ლარია – ქალებს გადამზადების შესაძლებლობა ისევ აქვთ

4018
49343234_2229007370759044_3669423764812070912_n

ავტობუსების მძღოლობის კანდიდატი ქალების რიცხვი 21-დან 10-მდე შემცირდა. როგორც Fortuna.ge-სთან ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განმარტა, ამის მიზეზი ის სირთულე და პასუხისმგებლობაა, რომელიც დიდი გაბარიტების ავტობუსით მგზავრთა გადაყვანას ახლავს თან.

„ავტობუსის ნაწილში, სხვა მომსახურების სტანდარტია. მგზავრის მომსახურება საკმაოდ სპეციფიკური მიმართულებაა და ამ ნაწილს ძალიან მაღალკვალიფიციური ცოდნა სჭირდება. ამასთან თბილისში გადაადგილება საკმაოდ რთულია, ამიტომ მანევრირების ცოდნაა საჭირო. გაბარიტებიც ძალიან დიდია და ამას სწავლა სჭირდება,“ – განმარტავს მუმლაძეFortuna.ge-სთან.

მისივე თქმით, პროექტი გრძელდება და ნებისმიერ მსურველ ქალს შეუძლია განცხადების დაწერა და გადამზადება.

მამუკა მუმლაძე აღნიშნავს, რომ თუ კანდიდატი გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს, ახალ ავტობუსებზე მას საკმაოდ კარგი ანაზღაურება ექნება.

„როდესაც ჩვენ ვიყიდეთ 144 ავტობუსი, მოყვა ვალდებულება, რომ გრანტის ფარგლებში, გადაგამზადებინებთ ქალბატონებს, რომლებსაც დაასაქმებთ სატრანსპორტო კომპანიაში. რეალურად ამ ვალდებულების განხორციელება მიმდინარეობს. ბოლოს 10-მდე მსურველი იყო, რომელიც პრაქტიკას გადიოდა. ის ვინც ისწავლის და გამოცდას ჩააბარებს დასაქმდება. ახალ ავტობუსზე ხელფასი განსხვავებულია – 1700 ლარზე გადის მძღოლი ქალბატონი. ვინც შეძლებს ამ ეტაპების გავლას, აღნიშნულ ხელფასს მიიღებს. გარდა ამისა, სხვა შეღავათებიცაა გათვალისწინებული.

მეტი ქალი მძღოლი გვინდა, ისევე როგორც ევროპაშია და ნებისმიერ მსურველს ახლაც შეუძლია სატრანსპორტო კომპანიაში მივიდნენ, დაწერონ განცხადება და მოხვდნენ პროექტში“, – განაცხადა მუმლაძემ Fortuna.ge-სთან.

ამ ეტაპზე ავტობუსის მძღოლად 2 ქალბატონი მუშაობს და 6 კი გადამზადების ეტაპზეა. რაც შეეხება ქალ მძღოლებს, ცნობისთვის ტაქსებზე გაცემულ ნებართვებში 80 მძღოლი ქალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g