LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

354
02

27 აპრილის ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მეტროს მომსახურება უფასო იქნება, – ამის შესახებ განცხადება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, შემუშავდა ავტობუსების რვა დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს.

ეს მეტროსადგურებია – ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები. სულ რვა მარშრუტია. 28 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო,“ – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

პოპულალურები