ქსელში ,,ნეტფლიქსის” ახალი პროექტის პირველი კადრები გავრცელდა, რომლებზეც ფილმში მონაწილე მსახიობები, ჯენიფერ ენისტონი, ადამ სენდლერი და ლუის ხერარდო მენდესი არიან აღბეჭდილი.
,,იდუმალი მკვლელობა” (Murder Mystery) – ასე ჰქვია კომედიურ ბოევიკს, რომელიც დღის სინათლეს 12 ივნისს იხილავს.
სიუჟეტის მიხედვით, კინოსურათი ნიუ-იორკელი პოლიციელისა და მისი მეუღლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ევროპული თაფლობისთვის დროს, ხანდაზმული მილიარდერის მკვლელობის მთავარ ეჭვმიტანილებად იქცევიან.