ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია შანტაჟს მიმართავს. საქმე ისაა, რომ შესაძლოა ფედერაციის პრეზიდენტ ანხელ მარია ვილიარის წინააღმდეგ საქმე აღიძრას. ვილიარი ორი ესპანური კლუბის სასარგებლოდ უკანონო გადარიცხვებში ამხილეს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კი საპროტესტოდ თუ თავის გადასარჩენად იქით გადავიდა შეტევაზე და უეფას მოთხოვს ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნას.
“მარკა” წერს, რომ ფედერაცია ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუკი ვილიარის წინააღმდეგ საქმეს აღძრავენ. ვილიარის ორ თანაშემწეს უკვე დაუწერია წერილი ფიფას სახელზე, რომ ქვეყნის ხელისუფლება ფედერაციის საქმეში უხეშად ერევა. ეს წერილი მაშინ გაიგზავნება, როგორც კი ვილიარის წინააღმდეგ დევნას დაიწყებენ.