ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 18 თებერვალს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4921 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0106 პუნქტით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2, 7735 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 1.63 %-ით გაძვირდა და 1 ბარელზე ფასმა 31.16 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,17 %-ით შემცირდა და 18 თებერვალს 1 უნცია ოქრო 1209.00 დოლარი ღირს.