LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბაზისბანკი” მომხმარებლებს ენერგოკრედიტს სთავაზობს

56

“ბაზისბანკი” მომხმარებლებს ენერგოკრედიტს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ენერგოკრედიტი განკუთვნილია ადგილობრივი კომერციული და სამეწარმეო პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც მიმართულია ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებასა და ენერგოეფექტურობის გაზრდაზე.

”აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენი ბანკის კლიენტებს ეძლევათ უპირატესობა მიიღონ ექსკლუზიური პირობები და სამმაგი სარგებელი, კერძოდ: 10 ან 15%-იანი საინვესტიციო სუბსიდია ენერგო ეფექტური მოწყობილების შეძენისა და განახლებისათვის, კლიენტის ინტერესებზე მორგებული საერთაშორისო კონსულტანტების ექსპერტიზა ენერგოდამზოგავი ღონისძიებებისათვის და ასევე, სასესხო პაკეტი ენერგო ეფექტურობაში ინვესტიციისათვის საუკეთესო პირობებით”, – განაცხადეს ”ბაზისბანკში”.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ”ბაზისბანკმა” ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად განახორციელა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხს ”ბაზისბანკში” თან ახლავს საგრანტო კომპონენტი, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტის, ევრობანკის აქციონერთა სპეციალური ფონდისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ.

აღსანიშნავია, რომ ”ბაზისბანკისა” და ”ევრობანკის” პარტნიორობა 2007 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ”ბაზისბანკს” გამოუყო 7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესისა ვაჭრობის განვითარების დასაფინანსებლად. პროგრამის ფარგლებში ”ბაზისბანკი” ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბანკად დასახელდა. 2015 წელს კი, წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და ლიმიტი 31.5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა”- აღნიშნეს ”ბაზისბანკში”.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა“ ბანკის აქციათა 90% შეისყიდა, 2014 წლის მიწურულს კი, თავისი წილი 92,78% გაზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g