ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ დემი მური და კიფერ საზერლენდი ერთმანეთისთვის უფრო მეტი არიან, ვიდრე უბრალოდ კოლეგები, რომლებიც საერთო პროექტზე მუშაობენ.
მური უკვე რამდენიმე წელია მარტოა. ახალგაზრდა ქმართან, ეშტონი კატჩერთან განშორების შემდეგ ღრმა დეპრესია დაემართა. ახლა კი საზერლენდთან ერთად თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. კიფერმა და დემიმ მალევე იპოვეს საერთო ენა, მათი მეგობრობა კი რომანში გადაიზარდა.
ინფორმაცია არც მსახიობებსა და არც მათ წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ.
